გია გაბრიჭიძე: როცა ამხელა პროექტზე გაქვს პრეტენზია, 400 მილიონი ვეღარ უნდა იშოვო?

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” პროექტის დაფინანსების მოსაზიდად მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის აღიარებს. აღნიშნულ საკითხს, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ტრადიციული” ქართული “ბიზნესი”:
– 20 ტონა შაქარი გინდა?
– კი.
ერთი წავიდა შაქრის საშოვნელად, მეორე ფულის.
ჩნდება უგულუბრყვილოესი შეკითხვა: როცა ამხელა პროექტზე გაქვს პრეტენზია, 400 მილიონი ვეღარ უნდა იშოვო? ამხელა საფინანსო ორგანიზაციისთვის, არა მგონია, რთული ყოფილიყო ამ თანხის მოძიება (იქ ლონდონიო, იქ უპირველესი ბანკიო, იქ ხალხის გადახდილი უზარმაზარი პროცენტებიო).
იმ ყვავის არ იყოს, ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ცხოველებს რომ უთხრა – თუ ტრ…ი არ გქონდათ, რას ატრ..დითო, ეგაა რა.
სხვა რამეს არ დავწერ, ხალხი თვითონ მიხვდება”, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები