დათუნაშვილი გეგეშიძეზე: თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან 

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ვერ გააგრძელებს საქმიანობას. როგორც მან ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შერიგებას არავისთან  აპირებს.
“ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ არ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. ვეტერანებმა და პრეზიდიუმის წევრებმა მითხრეს, რომ ეს უკვე მათ აღარ ეხებათ და უნდა შეათანხმონ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სამინისტროსთან და პარლამენტთან. შეათანხმონ, მე ველოდები. მე შერიგებას არ ვაპირებ”, – განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისათვის, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები