ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
გამოძიების ვერსიით კი ვერცხლის ქუჩაზე 19 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლაშა სიხარულიძემ ბესიკ ბიძინაშვილს ესროლა, რა დროსაც ის მძიმედ დაიჭრა. ერთმა პირმა, ალექსანდრე ბიძინაშვილმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ზვიად ჯაფარიძეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული.
საქმეზე სასამართლო სხდომა 18 აპრილს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები