“იუნკერების გმირობამ საშუალება მოგვცა, 70 წლის თავზე დაკარგული სახელმწიფოებრიობა აღგვედგინა”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ეზოში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მან აღნიშნა, იუნკერების გმირობამ საშუალება მოგვცა, 70 წლის თავზე აღგვედგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა
„პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას. 98 წლის წინ, მათ მიერ ჩადენილმა გმირობამ მოგვცა საშუალება, 70 წლის თავზე აღგვედგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მათ გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
გუშინ გავიხსენეთ არჩილ ტატუნაშვილი, ჩვენი თანამედროვე გმირი. მათ მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.