პრემიერი: პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას, ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ეზოში, 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მან აღნიშნა, ასეთი გმირების თავგანწირვაზე  ქართული სახელმწიფოებრიობა დგას.

„პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად საბჭოთა ოკუპაციას აღუდგნენ წინ. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები