პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა გრძელდება​

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა და აზრთა გაცვლა გაგრძელდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამართული დისკუსიის შეჯამებისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, იმსჯელოს ყველა გამოთქმულ მოსაზრებაზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას და ევროპის საბჭოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
​მისივე თქმით, უმრავლესობა რეკომენდაციებსა და გამოთქმულ შენიშვნებზე იმსჯელებს, რის შემდეგაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები