იაპონიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე დააკავეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში დააკავეს. როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იაპონიაში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია აქვს, როგორც საქართველოს მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან.
“იაპონიაში საქართველოს საელჩოში ქ. ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საელჩოს კომუნიკაცია აქვს როგორც აღნიშნულ საქართველოს მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება”, – აცხადებენ უწყებაში.
​როგორც ცნობილია, ყოფილი ძიუდოისტი ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შეკრებაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები