კვიციანის ინიციატივით შექმნილი ცენტრი მთაში დასახლების მსურველ ახალდაქორწინებულებს დაეხმარება

 

ჩვენი ცენტრი შეყვარებულების აღრიცხვას არ ითვალისწინებს, ცენტრს უნდა მომართონ იმ წყვილებმა, რომლებმაც ახლახან შექმნეს ოჯახი და მთაში დასახლების სურვილი აქვთ, – ამის შესახებ “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის“ დირექტორმა ნუკი შალამბერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრეკსონფერენციაზე განაცხადა.
საუბარია ცენტრზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ემზარ კვიციანის იდეით შეიქმნა. შალამბერიძე ამბობს, რომ ცენტრის დამფინანსებლები წარმატებული ქართველი ბიზნესმენები არიან, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ. მისი თქმით, ჯერ ცენტრს შემოწირულობა არ მიუღიათ, თუმცა ელიან, რომ თანხები ჩაირიცხება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც.
„ცენტრი ახორციელებს რამდენიმე პროექტს. მათ შორის არის ახლადშექმნილი ოჯახების დაფინანსება. წყვილების აღრიცხვაზე იყო საუბარი ტელევიზიებში, შუქდებოდ რომ ეს ორგანიზაცია ახორციელებდა წყვილების აღრიცხვას. მსგავსი რამ ჩვენს ორგანიზაციაში არ ხდება . ეს ერთერთი პროექტია, ქართული ოჯახების გაძლიერებისთვის შექმნილი პროგრამაა. ითვალისწინებს ახალადდაქორწინებული ოაჯხების ფინანსურ დახმარებას ერთჯერადად.
ჩვენი ინვესტორები წარმატებული ქართველი ბიზნესმენები არიან, რომლებიც მოღვაწეობენ საზღვარგარეთ. ჯერ შემოწირულობა არ გვაქვს მიღებული . ველოდებით , არა მარტო ბიძინა ივანიშვილისგან“- განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, წყვილებს საწყის ეტაპზე მთაში სახლს ათხოვებენ, მათ გარკვეული ოდენობის თანხითაც დაეხმარებიან, ხოლო როცა ცენტრი დარწმუნდება, რომ წყვილი მთაში დარჩება, სახლი საკუთრებაში გადაეცემათ.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რა ოდენობის თანხაზე იქნება საუბარი.
სახლის შეძენასთან ერთად ერთჯერადი დამხამრება ექნებათ ერთი წლის განმავლობაში. აუცილებელი იქნება მათი გაკონტროლება. ერთი წელი სავსებით საკმარისი უნდა იყოს, რომ მოქალაქემ შეძლოს მთასთან ადაპტირება. სახლს ვათხოვებთ. ერთი წლის შემდეგ თუ ცენტრი დარწმუნდება, რომ მათ მთაში დარჩენის და ცხოვრების სურვილი აქვთ, შემდეგ სახლი საკუთრებაში გადაეცემათ“- განაცხადა შალამბერიძემ.
რაც შეეხება კვიციანის განცხადებას, რომლის თანახმადაც „იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანებენ და იქნება დახმარება მაგათი”, შალამბერიძე აცხადებს:
„ბატონმა ემზარმა რომ განმარტა შეყვარებულების აღრიცხვა, მე ვფიქრობ , ეს გამოიწვია იმან, რომ წყვილებს ოჯახების შექმნაში ხელი ეშლებათ ფინანასური მდგომარეობის გამო.
ბატონ ემზარს შეცდომაში არ შეუყვანიხართ იმ თვალსაზრისით, რომ შეყვარებულები , რომლებსაც სურთ ოჯახის შექმნა , აუცილებელია დარეგისტრირდნენ ქორწინებაში“- განაცხადა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, კვიციანმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა ორგანიზაციის დაარსება.
“მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანებენ და იქნება დახმარება მაგათი”- განაცხადა კვიციანმა.
მანვე რამდენიმე დრის წინ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ცენტრში ბიძინა ივანიშვილი “კაი მსუყე თანხას” ჩარიცხავს.
“დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და ამდენი წელიწადია, ქართველი ხალხის გვერდშია, ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს, ალბათ”, – განაცხადა კვიციანმა 19 თებერვალს “მაესტროს” ეთერში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები