რევაზ სოხაძის ინიციატივით კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება

 

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციტივით, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრო რაიონში მდებარე სკვერში 100 ძირი კედრის ხე დაირგო.
დეპუტატმა ინიციატივაში ჩართულ კომპანია „ნეოგაზს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვარკეთილის 3-ში ერთ-ერთი გამორჩეული სკვერის გამწვანება მოხერხდა.
„დღევანდელი აქტივობა ჩვენს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, უახლოესი კვირების განმავლობაში კამპანია გაგრძელდება და სხვადასხვა კომპანიასთან ერთად ვარკეთილის ტერიტორიას ასობით ნერგს შევმატებთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები