თეა წულუკიანი: უმრავლესობაში სიღრმისეული აზრთა სხვადასხვაობაა

ძალიან კომპლექსურ ვითარებაში ვართ, რადგან უმრავლესობის შორის გაჩნდა, ეს უკვე არ არის ახალი, სიღრმისეული აზრთა სხვადასხვაობა – ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადების შემდეგ.
„ძალიან კომპლექსურ ვითარებაში ვართ, რადგან უმრავლესობის შორის გაჩნდა, ეს უკვე არ არის ახალი, სიღრმისეული აზრთა სხვადასხვაობა. ასევე, ამასობაში მოსამართლეთა კორპუსი ჩივის, რომ საქმეებს ვეღარ იხილავენ თუკი მოსამართლეებს არ დაუნიშნავენ, მხარეებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ მართლმსაჯულება გახდა ნელი, რადგან არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი და ბევრი საქმეა. მთლიანად სურათი არის კომპლექსური, შესაბამისად მე არ ავირჩევდი პოზიციას ვინ სიმართლე თქვა, ვინ უფრო კარგად თქვა, ვინ ნაკლებად კარგად“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, წულუკიანმა კომენტარი გააკეთა სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ფაზის შესახებაც და განაცხადა, რომ რეფორმის გაგრძელება მოსალოდნელი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა რომ მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის რეფორმა გაგრძელდება. ჩვენ ამას ყველა ველოდით, რადგან კვლევა, რომელიც „იფსოსმა“ გამოაქვეყნა, მართალია, აჩვენებს რომ სასამართლოს მომხმარებელთაგან 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ ასევე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება არის ძვირი, ნელი და ამ პრობლემას სასწრაფოდ გამოსწორება სჭირდება“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერს. პოლიტსაბჭოს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა. მისი თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ფაზა მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები