თბილისის აეროპორტიდან, უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო, რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა. როგორც “კვირას” აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რეისები გადაიდო დოჰას, ასტანის, ყაზახეთის და თელავივის მიმართულებით. “უამინდობის, ძლიერი ქარის გამო, რეისები გეგმიურად გადაიდო. ამის შესახებ მგზავრებსაც წინასწარ ეცნობათ. კონკრეტულად კი ფრენები გადაიდო დოჰას, ასტანის, ყაზახეთის და თელ-ავივის მიმართულებით”, – განაცხადეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე ფრენები აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები