ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა-მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

 

თბილისში გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომლის დროსაც მამაკაცი გარდაიცვალა, ერთ-ერთი მამაკაცი დაიჭრა. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა მიღებული.
მამაკაცი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, ერთი პირი, ზვიად ჯაფარიძე მოკლეს.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი იყო.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველებს, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები