ავტომანქანიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების ფაქტზე, მიმდინარე წელს, 161 ოქმი შედგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოავლინეს.

„ამავე პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა. ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან – 120 ლარის ოდენობით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24-საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადაგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის, სხვა ფაქტების გამოსავლენად“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები