თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მარჯანიშვილის, ზაზიშვილის, ჩუბინაშვილის, მარუაშვილის, გოგი დოლიძის, ხათუნა დონდუას, კლდიაშვილის და ორჯონიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის და ევროპის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახების IX, Xა კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, გარიყულის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის და გამყრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, ახალშენის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ონიაშვილის და კანდელაკის ქუჩებს, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე – ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, კაპანელის, ხომლის და ამაშუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები