მაია ბითაძე: თბილისში დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეებს წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით უმკურნალებენ.

მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განმარტა, რომ მიმდინარე წელს მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული დღე-დღეზე გამოვლინდება.

„ფიტოსანიტარიის მიმართულებით დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მიდგომები ფიტოსანიტარიაში მედიცინის მსგავსად ვითარდება. როგორც აღმოჩნდა, მცენარეების მკურნალობის კუთხით ადრე გამოყენებული მეთოდები მოძველებულია და ნაკლებ ეფექტს იძლევა. წელს კი, მცენარეების მკურნალობას ახალი მეთოდებით დავიწყებთ. გეგმიური შეწამვლის სამუშაოები გასულ წელსაც მიმდინარეობდა. მეორე გამოწვევა დაგვხვდა, ასევე, წიწვოვან მცენარეებთან, ე. წ. შავ ფიჭვებთან დაკავშირებით. სოკოვანი დაავადების გარდა მათ, დამატებით, აღმოაჩნდათ სხვა დაავადებაც, ე. წ. ტამიკუსი, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას. ჩვენ ამ მიმართულებითაც წელს მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი”, -განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ფიტოსანიტარიის მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებში უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები