ქართულ საჯარო სკოლებში მოსწავლეები ჩინური ენის სწავლას მეხუთე კლასიდან შეძლებენ

ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება. ჩინური ენის გაკვეთილებს მოსწავლეებს დამატებით საგნად შესთავაზებენ.

“სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ამას განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი 15 თებერვალს მოეწერა. მემორანდუმს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც  განათლების ყველა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები