მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, რეფორმებს სასამართლო სწორი მიმართულებით მიჰყავს (ვიდეო)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ფეისბუკგვერდზე“ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მართლმსაჯულების სისტემას და მოსამართლეების დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს.
მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო სანდოა. ეს იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს შესახებ ცრუ ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება.
კვლევის თანახმად, მოქალაქეების 55 პროცენტისთვის სასამართლო სამართლიანია, მაშინ, როცა გარკვეული ჯგუფები მოსამართლეების დისკრედიტაციას ახდენენ.
გამოკითხულთა 46 პროცენტი ფიქრობს, რომ დღეს სასამართლო მიუკერძოებელია, 54 პროცენტის აზრით კი, სასამართლო უფრო მეტად, ან ისეთივე მიუკერძოებელია, როგორიც ხუთი წლის წინათ.
სასამართლო დამოუკიდებლობის კომპონენტში საქართველო ევროპული სახელმწიფოების საშუალო მაჩვენებელს უტოლდება.
კვლევის თანახმად, სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, ხელი შეუწყო სასამართლო სერვისების გაუმჯობესებას (52%), სასამართლო გახდა უფრო ღია და გამჭვირვალე (49%), დაიხვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა (46%), ამაღლდა მოსამართლეთა პროფესიონალიზმი (43%).
მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, რეფორმებს სასამართლო სწორი მიმართულებით მიჰყავს.
ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით, 2013 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა IPSOS France-მ, Amicus Curiae-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები