არასრულწლოვნები, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, კლასელები არიან-რა მოხდა გორში

16 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელმაც გუშინ, თვითმკვლელობა სცადა, კრიტიკულია. ამის შესახებ გორის ჰოსპიტალის დირექტორის მოადგილემ ანა ბოქოლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში შემოყვანის დროს ის უკვე ღრმა კომაში იმყოფებოდა და გული გაჩერებული ჰქონდა.
„გუშინ, 18 თებერვალს, 20:55 წუთზე, სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 16 წლის გოგონა, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას. შემოსვლისას მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, ადგილი ჰქონდა ღრმა კომას, გული იყო გაჩერებული, თუმცა, პირველივე წუთებში მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდება აქტიური ინტენსიური თერაპია, ამ მომენტისთვის 16 საათია გასული მისი კლინიკაში ყოფნიდან და აქამდე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ მეტწილად პროგნოზი არაკეთილსაიმედოა“,- განაცხადა ანა ბოქოლიშვილმა.
დაახლოებით იმავე დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარება ამავე ასაკის ბიჭსაც აღმოუჩინეს, რომელიც გოგონას თანაკლასელია. მას მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. „კვირას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება და ისინი შეყვარებულები იყვნენ.
„მეორე პაციენტი იყო ბიჭი, შემოსულია კლინიკაში თვითდინებით, ეს იყო 22:45 წუთზე, მას აღენიშნებოდა წინა მხრის ზედაპირებზე მსუბუქი ხარისხის ჭრილობები, მოზარდს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა აღმოცენილი იქნება შესაბამისი დახმარება, ბინაზე კი დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე გაეწერა, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“,- აღნიშნა ანა ბოქოლიშვილმა “დიანიუსთან” საუბარში.
არსებული ინფორმაციით, გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა, ამის შემდეგ ბიჭმა კი ვენები გადაიჭრა. უცნობია თუ რა გახდა სუიციდის მცდელობის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები