ვერცხლის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე გასროლით მოკლეს

ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე გასროლით მოკლეს.
როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, სომხურ ეკლესიასთან შავი ფერის ავტომობილი გაჩერდა, ქუჩაში მდგომ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა და გაიქცა.
გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, ​შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები