ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება – როდის გამოიდარებს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვალს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.
თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
„20 თებერვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლ-ჭყაპი და ნისლი აღინიშნოს. 20-21 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, 21 თებერვალს კი საქართველოშ +8, +13 გრადუსამდე დათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები