რევაზ სოხაძე: ოპოზიციამ თავის თავს ვერ აჯობა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მოიწონა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, დედაქალაქის განაშენიანება წლების განმავლობაში ქაოტურად მიმდინარეობდა და შეცდომები მაქსიმალურად უნდა გამოსწორდეს.
როგორც რევაზ სოხაძემ კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის პროექტის განხილვისას განაცხადა, მთავარი მიზანი ახალი შეცდომებისგან თავის არიდებაა, რასაც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არსებობა უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, ოპოზიციამ თავის თავს ვერ აჯობა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მოიწონა.
„ჩვენი მიზანია, რომ თბილისის მოსახლეობის წინაშე აღარ დავუშვათ შეცდომები. ოპოზიციამ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამ ვალს მოვიხდით. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა დოკუმენტის მნიშვნელობა ვერ აღიარეს. მე ვფიქრობ, დღეს ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, რაც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს იმ მავნე პრაქტიკას, რაც იყო კოეფიციენტების გადამეტება, გაყიდვა თუ გადაჭარბება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები