“სამი დღის განმავლობაში, საქართველოში ძლიერი ქარის გამო, 261 შეტყობინება დაფიქსირდა”

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარის გამო, 261 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის მხოლოდ თბილისში – 200.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ქარმა ქვეყნის მასშტაბით, 87 ხე; 62 შენობის სახურავი; 32 ავტომანქანა;
ბუნებრივი აირის 8 მილი; მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი და 4 სარეკლამო ბილბორდი დააზიანა.
“ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო, არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო, მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნათ”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები