შსს-ში, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის აპრილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე ტრენინგ-პროგრამა დაინერგება. ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება.
დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა. გამოძიების ხარისხისა და პოლიციელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყება აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები