ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს მაინც აგრძელებენ.
“ჩვენ ვთვლით, რომ შიმშილობის შეწყვეტა ამ შემთხვევაში არის ლოგიკური. რაც შეეხება საბჭოს შეხვედრას, განხილული იყო ის, რომ სამუშაო ჯგუფი იმუშავებდა წესდებაზე, მის შეცვლაზე და ფაკულტეტის, ანუ ბიზნესის სკოლის სტატუსთან დაკავშირებით. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სტატუსი ექნება ბიზნესის სკოლას, მაგრამ იმედია სამუშაო ჯგუფი შევძლებთ ფაკულტეტს ის სტატუსი ჰქონდეს, რაც სტუდენტების უმრავლესობას სურს“, – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე გოჩოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ გუშინ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად, სტუდენტები პროტესტს გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები