მარშალ გელოვანის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება – დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

შეზღუდვა ასევე იმოქმედებს 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები