მამუკა ხაზარაძე: მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან ერთადამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება განვაგრძოთ

„თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “თიბისი ბანკს“ არანაირი კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან.
მისივე განმარტებით, მზად არის შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება გააგრძელოს.
„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რომ საზოგადოებას, პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. “თიბისის” დაარსების დღიდან ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, „თიბისი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს.
რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
სწორედ აღნიშნული ტრანზაქციის გამო გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიების მასალებით, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები