“არ ვიცით, თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა”

„ჩვენ არ ვიცით თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება 11 წლის შემდეგ“, – ამის შესახებ სასტუმრო „რუმსში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თი-ბი-სი“ ბანკი მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს პროკურატურასთან, როგორც ახლა თანამშრომლობს.

„ჩვენ არ ვიცით თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ გვთხოვეს და მომავალშიც ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო “თი-ბი-სი“ ბანკის, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები