„კარფურის“ მიმდებარედ ქარმა ნაძვის ხე მოგლიჯა, რის შედეგადაც, 3 ავტომანქანა დაზიანდა

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა დედაქალაქისა და მის შემოგარენში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
რამდენიმე წუთის წინ, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ჰიპერმარკეტ „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქარმა მრავლწლოვანი ნაძვის ხე წააქცია, რომელიც ავტოსადგომზე გაჩერებულ 3 ავტომანქანას დაეცა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, ავტომანქანები დაზიანდნენ.
ანალოგიური შემთხვევა, წუხელ გლდანშიც მოხდა.
ძლიერმა ქარმა ხე წააქცია და 3 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობას ქარმა სახურავი გადახადა.
ჯამში, ქარმა რუსთავის მერიის შენობის სახურავის 15 კვ.მ. ფართობი დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამაშველო ბრიგადებმა, არსებული პრობლემა დროულად მოაგვარეს და მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული.
ამ დროისათვის რუსთავის მერიის შენობის სახურავი აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები