ზვიად ქორიძე მეუფე დანიელის განცხადებას ეხმაურება

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე მეუფე დანიელის განცხადებას პასუხობს. მან სასულიერო პირის ინფორმაცია, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაადასტურა.
„მაშინ, პირადად ჩემი ინიციტივით, განსაკუთრებული გარემოებით, კომისიის სხდომაზე გავიტანეთ ეს საქმე. დებულება, როგორც ითვალისწინებდა, კომისიის ყველა წევრს დადებითი პასუხი უნდა გაეცა, ანუ კონსესუსით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა რეკომენდაცია, ვერ მოხერხდა იმ ეტაპზე. მაშინ პრეზიდენტმა გაიზიარა კომისიის ეს დამოკიდებულება და მას შეწყალების ექსკლუზიური უფლება არ გამოუყენებია. მე ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი ამაზე მარგველაშვილთან და არასოდეს ამ საუბრის დროს, არ ყოფილა რაიმე მინიშნებაც კი რომ მთავრობასთან ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები“, – აცხადებს ზვიად ქორიძე.
ცნობისათვის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგი მამალაძის შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა.
მისივე განმარტებით, გიორგი მამალაძის შეწყალებას “ეკლესიაც მიესალმებოდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები