ქართული დელეგაცია ნორვეგიის სამეფოში გაემგზავრა

ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მიწვევით, ქართული დელეგაცია, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), გურიის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს პარლამენტისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების შემადგენლობით, ნორვეგიის სამეფოში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის დირექტორთან – ელიტა ცაკულესთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ნორვეგიაში – მაია ყიფშიძესთან, ასევე ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის და მოდერნიზაციის სამინისტროს, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტისა და ნორვეგიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
მხარეები ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ასევე რეგიონული პოლიტიკის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლზე, თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა მოდელებზე იმსჯელებენ.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სამეფოში ვიზიტს 21 თებერვალს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები