მარნეულში გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგურზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი, თავდაპირველად სატვირთო ავტომანქანას გაუჩნდა, რომელსაც ადგილზე ბუნებრივი აირით ტუმბავდნენ, ამის შემდეგ კი სადგურს გადაედო.
არსებობდა გაზგასამართი სადგურის აფეთქების საშიშროება, თუმცა სახანძრო ბრიგადების დროული რეაგირების შედეგად, საფრთხე თავიდან იქნა აცილებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მარნეულში ცეცხლს რამდენიმე სახანძრო ებრძოდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები