დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს

0

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას მართავს.
მამა გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
„ის, რომ ზიარება მოხდა, ეს არის კარგი, თუმცა, სამწუხაროდ, სანამ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა, არ მოხდა მისი ზიარება.
ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოვუწოდებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართოს და ასე რომ ვთქვათ, შეასრულოს თავის მოვალეობა  “მწყემსი კეთილობით,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
საპროტესტო აქციაზე გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად  იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. აქციაზე ასევე მივიდნენ   „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და  პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს  გადაიყვანეს. გუშინ, გვიან საღამოს კი ის ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა საავადმყოფოში აზიარა.

 

კომენტარები

კომენტარი