დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს

0

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში აზიარეს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა.

როგორც მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თბილისში  ორშაბათს გეგმავდა ჩამოსვლას, თუმცა, დეკანოზ გიორგი  მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დედაქალაქში  დაგეგმილზე ადრე ჩამოვიდა.

“ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით ეზიარა მამაო. იმედია,მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩრებული. იმედია, ღვთის წყალობით კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია. მამაოს გადაადგილება არ შეუძლია”, – განაცხადა მამა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს  გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი