გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში მკურნალობენ

0

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიის ცენტრი ფეისბუქზე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც კომპოზიტორი გია ყანჩელი და რეჟისორი რობერტ სტურუა არიან აღბეჭდილნი, ისინი ერთ პალატაში გადაიღეს.
ფოტოს ასეთი წარწერა აქვს:
“წლის ფოტო ჰელსიკორიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანებს!”
,,კვირა” სამედიცინო დაწესებულების დირექტორს, რუსუდან ლაგვილავას დაუკავშირდა, რომელმაც პაციენტის უფლებების შესახებ კანონი მოიშველია და მცირე კომენტარით შემოიფარგლა. როგორც ექიმმა ,,კვირას” განუცხადა, გია ყანჩელი და რობერტ სტურუა კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებიან. მისივე თქმით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი