წინანდალში, დეპუტატები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების პროექტებზე მსჯელობენ

0

წინანდალში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეხვედრა იმართება. სამუშაო პროცესში, ორი დღის განმავლობაში, პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ასევე, ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სუბიექტები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.
როგორც „კვირას“ საქართველოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ”, „ენერგოეფექტურობის” და „განახლებადი ენერგიის შესახებ” კანონპროექტებზე და დაგეგმილ რეფორმებზე მსჯელობენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონპროექტიდან გამომდინარე სიახლეებს, რომლის მიზანიცაა შიდა ბაზრის ორგანიზება, ენერგეტიკის სექტორში ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის გაზრდა; მარეგულირებელი კომისიის გაძლიერება და მისი გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულებისთვის მექანიზმების უზრუნველყოფა; ასევე, მომხმარებლის უფლებების დასაცავად, ისეთი მექანიზმების შემოღება, როგორიცაა უნივერსალური და საჯარო მიწოდება და ბოლო იმედის მიმწოდებლის (ინსტიტუტის) შექმნა

კომენტარები

კომენტარი