2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა – მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა. შემთხვევა სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ღამის საათებში, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში მოხდა. შემთხვევის ადგილზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტების მისვლის შემდეგ, გაირკვა, რომ საცხოვრებელ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღიაკამერიან წყალგამაცხელებელს იყენებდნენ.
სახლის დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ კერძო სახლში მეპატრონე ოთახებს აქირავებს, სადაც ასევე კუსტარულად დამონტაჟებული რამდენიმე ღიაკამერიანი წყალგამაცხელებელია. უსაფრთხოების მიზნით, კერძო სახლში მცხოვრებთ გაზის მიწოდება შეუწყდათ.
ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტებმა სახლის მეპატრონე გააფრთხილეს, რომ არ ჩართოს გაზი უნებართვოდ და სასწრაფოდ შეცვალოს აკრძალული ღიაკამერიანი წყალგამაცხელებლები დახურული წვის კამერიანი დანადგარებით, რადგან საფრთხე ექმნება სხვა ადამიანების სიცოცხლეს.
სტატისტიკის თანახმად, CO -თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების შემთხვევების 70 პროცენტი გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში დაფიქსირდა.
„ ყაზტრანსგაზ-თბილისი” მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვიდრე იქირავებთ ან იგირავებთ ბინას, სპეციალისტებს აუცილებლად შეამოწმებინეთ გაზგაყვანილობა და გაზის დანადგარები .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები