ილიაუნის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს
ილიაუნის სტუდენტებმა რექტორის კაბინეტის წინ შიმშილობა დაიწყეს. მათ საპროტესტო აქციას წუხელ, 22:00 საათზე, ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე მიმართეს. 15 სტუდენტი რექტორის, გიგა ზედანიას გადადგომას ითხოვს. გიგა ზედანიას ამისთვის ვადა გუშინ, საღამოს ათ საათამდე ჰქონდა.
სტუდენტები უნივერსიტეტში დაწყებულ რეფორმას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ, რომ ბიზნესსკოლა არ გაუქმდეს და ძველი სახე შეინარჩუნოს. სტუდენტები განათლების სამინისტროსა და პარლამენტის განათლების კომიტეტს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
ვითარება ილიაუნიში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბიზნესსკოლის დეკანი – გიორგი ქადაგიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.