სასამართლომ ზაალ ლატარიას პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ სპეცრაზმელს, ზაალ ლატარიას, რომელსაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვა და გავრცელება ბრალდებოდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდების მხარე ზაალ ლატარიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი – 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ლატარია ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მომდევნო სხდომა 27 მარტს გაიმართება. ზაალ ლატარიას ბრალი, ოფიციალურად, გუშინ წაუყენეს. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ზაალ ლატარია სამართალდამცველებმა ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები