ნინო წილოსანი: შს სამინისტროს ადამიანთა უფლებების კუთხით მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს
„შს სამინისტროს ადამიანთა უფლებების კუთხით მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, ეს ერთ-ერთი იმ ეფექტური რეფორმების ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის გაზრდას სამინისტროს საქმიანობის მიმართ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის პრეზენტაციის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული რეფორმების პარალელურად არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა.
„მათი უშუალო ჩართულობით და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ისინი ეფექტურ რეაგირებას ახდენენ გამოძიების ეტაპზეც. შესაბამისად, დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია, როგორც გამოძიების ეტაპზე საქმიანობის ეფექტური წარმართვა ასევე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. დარწმუნებული ვარ დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდა ასევე იქნება წარმატებული გამოძიების მონიტორინგის კუთხით“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.