დღეს, საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის 30-ე წლისთავია

 

თბილისში, ზღვის უბანში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, საბჭოთა ჯარების ავღანეთის რესპუბლიკიდან გამოყვანის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაღუპულთა პატივსაცემად, ასევე, „ავღანეთისა და სხვა ომების მონაწილეთა კავშირის” წევრები და ვეტერანები შეიკრიბნენ.

მემორიალთან, ავღანეთში დაღუპულთა და ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის მშენებარე ტაძრის წინამძღვარმა, მამა ვახტანგმა, დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 15 თებერვალს, საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის რესპუბლიკა დატოვეს. ავღანეთში, 9 წლის განმავლობაში, 128 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები