ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, კონკურსი გამოაცხადა
დღეიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
„• გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოში: განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია – 4 ვაკანსია;
• გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველოში: განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია – 10 ვაკანსია;
• გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია – 10 ვაკანსია.
კონკურსი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
– განცხადებების გადარჩევა;
– ტესტირება (პროფესიული და ზოგადი უნარები);
– გასაუბრება;
– ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა 28 თებერვალია. ვაკანსიებისა და კონკურსის პირობების გასაცნობად ეწვიეთ: hr.police.ge