ნინო წილოსანი: თბილისის მერმა და საკრებულომ ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი, დედაქალაქის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას “უმნიშვნელოვანესს” უწოდებს.
როგორც წილოსანი აცხადებს, თბილისის მერმა და საკრებულომ თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც სამშენებლო k2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვას გულისხმობს.
„დღეს. თბილისის მერმა და საკრებულომ ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს – თბილისში სამშენებლო კოეფიციენტის მატება აღიკვეთება და k2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცემა და ამოქმედდება.
ეს, რეალურად, ქმედითი პირობაა იმისათვის, რომ, მომავალში, ქალაქის ვიზუალისა და ურბანული განვითარების ყველანაირი პრინციპის დამანგრეველი შენობები აღარ აღმოცენდეს. ერთხელ და სამუდამოდ, კანონის ძალით, უნდა შეწყდეს სამშენებლო თვითნებობა, რომელიც, 2005 წლიდან, აქტირუად მიმიდნარეობდა K2 კოეფიციენტით ვაჭრობით სამშენებლო სფეროში“, – აცხადებს ნინო წილოსანი.

ცნობისათვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა აღიკვეთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები