რევაზ სოხაძე: K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა თბილისისთვის ისტორიული გადაწყვეტილებაა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მშენებლობის კოეფიციენტების რეგულირებას ეხება. რევაზ სოხაძე დადებითად აფასებს აღნიშნულ ინიციატივას და ამბობს, რომ K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა თბილისისთვის ისტორიული გადაწყვეტილებაა.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქში ქაოტური განაშენიანების შესაჩერებლად. იმედი მაქვს, რომ ბიზნესიცა და მოსახლეობაც ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას სწორად მიიღებს და გაიაზრებს. ბიზნესი გადაეწყობა იმ ახალი თამაშის წესებზე, რომლებსაც ეს სიახლე ამკვიდრებს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ქალაქი და მოსახლეობა ამ სიახლის დადებით შედეგს მალე იგრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები