პროფესიული განათლების სფეროში ბრიტანელი ექსპერტები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან

თბილისში, სასტუმრო „რუმსი თბილისში“, 9-15 თებერვალს,  ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით, ტრენინგის კომპონენტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, 2019 წელს, ბრიტანეთის საბჭომ აქტიურად დაიწყო ბრიტანელი ექსპერტების მოწვევა პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა – „ინგლისური დასაქმებისთვის პროფესიულ განათლებაში“.
პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების რეფორმირებისა და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების გზით. პროგრამა, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

ამ ეტაპზე, აქტიური მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს; კერძოდ, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ტრენერ-მენტორების გუნდის შექმნა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ეფექტური მოდელის შემუშავება.
სწორედ ტრენერ-მენტორების გუნდის ჩამოყალიბებას ემსახურება 9-15 თებერვალს მიმდინარე ტრენინგი, რომელსაც პედაგოგების გადამზადების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი, ქრისტინა მარია ფელფი ატარებს.
მიმდინარე ტრენინგში, კონკურსის წესით, 20 მონაწილე შეირჩა როგორც პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულთაგან, ისე – იმ პოტენციური მენტორებიდან, რომელთაც სურვილი აქვთ. წვლილი შეიტანონ სფეროს განვითარებაში საქართველოში. ეს მონაწილეები არიან როგორც თბილისიდან, ისე – აჭარიდან, სამეგრელოდან და კახეთიდან.
ტრენინგზე განიხილება:

  • ტრენერის უნარების განვითარება;
  • ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ჩარჩოს გაცნობა და სწორი, ეფექტური გამოყენება მასწავლებელთა სისტემური პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად;
  • მენტორული უნარის განვითარება;
  • ეფექტური საგაკვეთილო დაკვირვებების წარმოება.

ვიმედოვნებთ, რომ ეს უპრეცედენტო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტში ჩართულ პედაგოგებს, ხელმძღვანელ პირებსა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და გაუმჯობესებაში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ კონკურენტულ გარემოში სწავლისა თუ დასაქმებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები