თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ქინძმარაულისა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს;
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, სადგურისა და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
დიდგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, „ორთაჭალა ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას, დიდი ხეივნის, II ხეივნის, ვეკუას, გორგასლისა და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონში; გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმისა (ნაწილობრივ) და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს;
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქვიშხეთისა და ერწოს ქუჩების მცხოვრებლებს;
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და მარატ ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს;
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო. „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, რამაზ შენგელიას, მორეტის, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ნიკოლოზ შენგელაიას, ტაბიძის, ქერჩისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
მთაწმინდის რაიონში; გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე; შეზღუდვა შეეხება: ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, შანიძის, გალის, უმიკაშვილის, გოგებაშვილის, გუნიას, თერგის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ალეკო შენგელიას, მელიქიშვილის, ლარსის, ნათია ბაშალეიშვილის, ბარნოვის, რჩეულიშვილისა და რეზო ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს;
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები