პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მსოფლიო თასი მოიგო

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯადან ნინო თიბილაშვილი ოქროს მედლით ბრუნდება.მან ჯგუფში შეხვედრები ისე მოიგო, რომ ოთხ მეტოქისგან მხოლოდ სამი ჩხვლეტა გაუშვა და საუკეთესო მაჩვენებლის მქონემ ასპარეზობა მეოთხედფინალიდან გააგრძელა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.
მეოთხედფინალში ნინომ სძლია ამერიკელ შელბი ჯენსენს – 15:6, ნახევარფინალში ჰონკონგელ კა მან ლამს, ფინალში კი ტაილანდელ ატიტაია ჩუკერდს – 15:7 და მსოფლიო თასის და ოქროს მედლის მფლობელი გახდა 23 წლამდე ხმლით პარამოფარიკავეთა შორის.
გუშინ ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში მეთოთხმეტედ მოიპოვა ოქროს მედალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები