კახა ბექაური: “მაგთიკომი“ ბოროტად იყენებდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას, რასაც კომისია ვერ დაუშვებდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია „მაგთიკომს“ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილება შეუჩერა. კომისიის თავმჯდომარის თმით,  კომისიამ გადაწყვეტილება მომხარებლების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

კახა ბექაურის თქმით, ერთი მხრივ „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება მომხარებლებს აყენებდა ზიანს, მეორეს მხრივ კი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა, ვინაიდან 18 თებერვლიდან პატარა ოპერატორების აბონენტები დიდი ოპერატორის ქსელში 0 თეთრის ნაცვლად 24 თეთრად დარეკავდნენ, რაც პატარა კომპანიებს აბონენტებს დააკარგინებდა და ბაზრიდან გააქრობდა.

კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია „მაგთიკომის“ წარმომადგენლებს ჰკითხა, რატომ გადაწყვიტეს იმ ტარიფის გაზრდა, რომელიც აქამდე მომგებიანი იყო, მაშინ როცა მათ მთელი რიგი ხარჯები და გადასახადები შეუმცირდათ.

„კითხვა დაგისვით რაზეც მიპასუხეთ, რომ „მარტივი 25“ აქამდეც მომგებიანი იყო, ასევე გაგახსენებთ, რომ ჩვენი ჩართულობით მოგეხსნათ სუბსიდირება კონსოლიდირებულ და რამდენიმე მსხვილ კორპორატიულ ტენდერზე, მოხდათანხების ეკონომია, რომელიც თქვენს კომპანიას გასავალის სახით ჰქონდა, ამიტომ ყველანაირი საფუძველი არსებობდა იმის, რომ თქვენ 2019 წლის იანვრიდან სამომხმარებლო ტარიფები, მათ შორის, ეს პაკეტიც გაგეიაფებინათ და არა პირიქით, არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმის, რომ ტარიფები გაგეძვირებინათ. „მაგთიკომი“ 25ლარიანი ულიმიტო პაკეტით ყველა ოპერატორის აბონენტს 0 თეთრად არეკინებდა ერთმანეთთან, გადაწყვეტილებით, რომელიც 18 თებერვლიდან უნდა შესულიყო ძალაში, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ძვირდებოდა და 0 თეთრის ნაცვლად, 24 თეთრი ხდებოდა. ანუ, ამ გადაწყვეტილებით „მაგთიკომმა“ სატარიფო ზეწოლა მოახდინა მცირე და საშუალო ოპერატორებზე, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კომპანია ბოროტად იყენებდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას, რასაც კომისია ვერ დაუშვებდა“,- განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, კომპანიამ ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ არ შეუსწავლია ხარჯზე ორიენტულობა, კერძოდ, რამდენად ხარჯზე ორიენტირებული იყო ახალი ტარიფი, რისი ვალდებულებაც კომპანია „მაგთიკომს“ 2011 წლის კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ „მაგთიკომს“ არ ჰქონდა ვალდებულება კომისიასთან წინასწარ შეეთანხმებინა ტარიფების ცვლილება, მას ჰქონდა ვალდებულება შეესწავლა ახალი ტარიფი იყო თუ არა ხარჯზე ორიენტირებული, კომისიამ მცირე და საშუალო კომპანიების მიერ კომისიაში წარდგენილი საჩივარი შეისწავლა და დარწმუნდა, რომ კომპანიას აღნიშნული საკითხი შესწავლილი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, კომისიამ აუკრძალა „მაგთიკომს“ ორშაბათიდან ტარიფების გაძვირება და საცალო ბაზრის კვლევის დასრულებამდე გადაწყვეტილების შეჩერება დაავალდებულა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს“,- აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები