ილიაუნის სტუდენტების ნაწილი რექტორის გადადგომას მოითხოვს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ამჯერად რექტორის, გიგა ზედანიას გადადგომას ითხოვს. ამისათვის მას ვადას ხვალ საღამოს 10 საათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

მათი ეს მოთხოვნა მას შემდეგ შეიცვალა, რაც დღეს 19 საათზე ზედანიასთვის მიცემული ვადა ამოიწურა, რა დროშიც მას ძველი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. აქამდე სტუდენტები მოითხოვდნენ, რომ ბიზნესსკოლას დაუბრუნდეს პირვანდელი სახელი და თანამდებობაზე დაბრუნდეს გიორგი ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც ბოლო დრომდე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი იყო, რეორგანიზაციისა და სკოლის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს გაავრცელა.

პროტესტი უნივერსიტეტში კვირაზე მეტია გრძელდება. გუშინ სტუდენტების ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის დაწყების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები