ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერის, ნინო ცხომელიძის კვლევის წარდგენა გაიმართება
14 თებერვალს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერის, ნინო ცხომელიძის კვლევის წარდგენა გაიმართება – „აბრეშუმში გამოხვეული დედოფალ თეოფანუს ქორწინების სიგელი“.
მკვლევარი ნინო ცხომელიძე დედოფალ თეოფანუს ქორწინების სიგელზე მუშაობს; პერგამენტის გრაგნილი, დღესდღეობით, ვოლფენბიუტელის სახელმწიფო არქივშია დაცული – ახალგაზრდა გერმანელი იმპერატორის, ოტო II-ისა (955-983) და ბიზანტიელი მეფისწულის, თეოფანუს ქორწინების სიგელია.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (უზრუნველყოფილია ქართული თარგმანი).
მის.: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N1/3.