ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში „ფლირტის საღამო“ გაიმართება

14 თებერვალს, 18 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, „ფლირტის საღამოს“ მართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფლირტი, ანუ „ყვავილების ენა“, XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია. მასში მონაწილეობს ექვსი, ან – მეტი ადამიანი. საჭიროა 40-დან 100 ბარათამდე. თითოეულ ბარათზე 15-20 ფრაზაა.
მონაწილეები ბარათების დასტიდან თავად იღებენ რამდენიმე ბარათს. როცა მოთამაშეს ვინმესთან საუბრის გაბმა სურს, აწვდის ბარათს, რომელზეც სასურველი ფრაზა წერია და მოსაუბრეს ეუბნება იმ ყვავილის დასახელებას, რომელიც ფრაზის ,,ავტორია”. ისიც იმავე წესით პასუხობს, ან უპასუხოდ ტოვებს. უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში, მოთამაშე სხვა ადრესატს ირჩევს და შეეცდება ფლირტის გაბმას. ის მოთამაშე, რომელიც ყველა ბარათს გასცემს და თავად უპასუხოდ/უბარათოდ რჩება, თამაშს ეთიშება.

ბილეთის ღირებულება 5 ლარია.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები